„მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“

2020 წლის ივნისის თვეში ,,გიდი“-ს  მომზადების ტრენინგები წარმატებით გაიარა  ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების - ზედა მახუნცეთი, პირველი მაისი და ზუნდაგას მოსახლეობის დაინტერესებულმა 10-მა პირმა. ტრენინგის მონაწილეები თეორიული კურსის საშუალებით გაეცნენ  - „გიდის ხელოვნება“, „ტურიზმი“, „დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა და მისი კატეგორიები“, „ეკო-ტურიზმი დაცულ ტერიტორიებზე“ დაასევე, მიიღეს ინფორმაცია ტურში საჭირო აღჭურვილობისა, ტურის სწორად დაგეგმვისა და წარმართვისა. პრაქტიკულ ნაწილში მოინახულეს სამივე სოფლის ისტორიული ადგილები, საოჯახო სასტუმროები, მარანი და ორი მთის საფეხმავლო ბილიკის საშუალებით, სოფელი პირველი მაისიდან გადავიდნენ ზედა მახუნცეთში. მათ საშუალება ქონდათ ბილიკზე გაცნობოდნენ  კოლხური ტყის ბიომრავალფეროვნებას, მტირალას ეროვნული პარკის რეინჯერმა, ბილიკზე მათ გააცნო - რეინჯერის ყოველდღიური საქმიანობა და მოუყვა ბილიკზე საჭირო უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ.

ტრენინგის მონაწილეები მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ თავიანთ სოფლებში და დაინტერესებულ პირებს გიდის მომსახურებას გაუწევენ, პროექტის ფარგლებში შექმნილ ახალ ტურისტულ ბილიკზე.

ტრენინგი ჩატარდა პროექტ „მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდამჭერით. თანადაფინანსებლები არიან - მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია; ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტი მერიები; აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი.