„მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“

3-4-5 თებერვალს პირველი მაისის, ზუნდაგასა და ზედა მახუნცეთის სოფლების საინიციატივო ჯგუფის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე „პროექტის წერა“. აღნიშნულმა ტრენინგმა საშუალება მისცათ ესწავლათ - საჭიროებებისა და პრობლემების გამოკვეთა, საპროექტო წინადადების მომზადება და პროექტისთვის საჭირო თანხების სწორად გაწერა..
ტრენინგი თითოეული სოფლის საინიციატივო ჯგუფს საშუალებას მისცემს ტურისტული პოტენციალის გამოყენების გაზრდისა და გაუმჯობესებისთვის საჭირო საპროექტო წინადადებების დამოუკიდებლად მომზადებისა და განხორციელების შესაძლებლობას.
ტრენინგები ჩატარდა პროექტ „მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდამჭერით. თანადაფინანსებლები არიან - მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია; ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტი მერიები; აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი.