პროექტი „მდგრადი შემოსაველის მიღების უზრუნველყოფა აჭარის ეროვნული პარკების მხარდამჭერი ზონების თემებისთვის ეკო-ტურიზმის განვითარების გზით“

„მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ პარტნიორობს „შავი ზღვის ეკო-აკადემია“-ს პროექტის „მდგრადი შემოსაველის მიღების უზრუნველყოფა აჭარის ეროვნული პარკების მხარდამჭერი ზონების თემებისთვის ეკო-ტურიზმის განვითარების გზით“ ფარგლებში (პროექტი დაფინანსებულია BP-ის და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენი პროექტების მიერ).
პროექტის ფარგლებში 2019 წლის 22 მაისს, ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით სამი სკოლის (მახუნცეთი, ზედა ბზუბზუ, უჩხითი) ნორჩ რეინჯერებთან ჩატარდა კვარტალური შეხვედრა. სკოლებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია და ნახატები ბიომრავალფეროვნების თემატიკაზე. 
გაეცნენ მაჭახელას ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებასა და ნახეს ვიდეო, რომლის საშუალებითაც გაეცნენ საქართველოს ბიომრავალფეროვნებას და ადამიანის უარყოფით გავლენას მასზედ.
შეხვედრამ ნაყოფიერად და მრავალფეროვნად ჩაიარა, დასასრულს კი დაიგეგმა სამომავლო აქტივობები.