პროექტი „მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების კოორდინატორი ქალბატონი ანა შუბითიძე მონიტორინ ვიზიტით იმყოფებოდა პროექტ „მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“ ფარგლებში. ის შეხვდა პროექტის ფარგლებში შექმნილ საკოორდინაციო ჯგუფის წევრებს და გაეცნო პროექტის მიმდინარეობას. მან მოინახულა პროექტის ფარგლებში შექმნილი მახუნცეთის საჯარო სკოლაში ჩამოყალიბებული ეკო-კლუბი და მათგან მოისმინა უკვე განხორციელებული აქტივობების და სამომავლო გეგმების შესახებ.
ასევე, შეხვდა პროექტის ბენეფიციარებს სოფელ ზუნდაგაში, რომლებმაც მიიღეს თხილის ნაჭუჭი და ჰელიოსისტემა, როგორც ალტერნატული გასათბობი საშუალება. მოინახულა ახალი ბილიკის მარკირებული ნაწილიც ამავე სოფელში. ქალბატონმა ანამ გამოხატა დადებითი განწყობა დასრულებულ აქტივობებთან დაკავშირებით.
პროექტს ახორციელებს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდამჭერით. თანადაფინანსებლები არიან - მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია; ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტი მერიები; აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი.