პროექტი "მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში"

2019 წლის 26-28 ივნისს ჩატარდა ტრენინგი - "მდგრადი ენერგოეფექტურობის წყაროების (თხილის ნაჭუჭი,მზის ენერგია და სხვა) მნიშვნელობა და გამოყენება" მტირალას ეროვნული პარკის ბუფერული ზონის ქედის მუნიციპალიტეტის სამი სამიზნე სოფლის - ზუნდაგა, ზედა მახუნცეთი, პირველი მაისის მოსახლეობის წარმომადგენლებისთვის.
მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე დაგეგმილი 45 მონაწილის ნაცვლად ტრენინგს დაესწრო 78 ადამიანი.
ტრენინგი ორგანიზებული იყო "მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია"-ს მიერ პროექტის "მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში" ფარგლებში.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია -გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF)
თანადაფინანსების წყაროს წარმოადგენსასევე - მტირალას ეროვნული ოარკის ადმინისტრაცია; ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტის მერია; აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი; ასოციაცია "შავი ზღვის ეკო აკადემია"..