პროექტი - ბავშვების ოცნებების ასრულება „ოცნების ქალაქში“

ბევრი ღიმილი და დადებითი ემოცია ოცნების ქალაქში მცხოვრები ბავშვებისთვის!

2019 წლის 17 აგვისტოს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ბავშვებისთვის მოეწყო მცირე ბიბლიოთეკა, სადაც ოცნების ქალაქში მცხოვრები ყველა ასაკის ბავშვს და იქ მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება წაიკითხოს სასურველი წიგნი. აღნიშნულ წიგნებსა და ენციკლოპედიებს ბავშვები გამოიყენებენ არამარტო კლასგარეშე ლიტერატურის წასაკითხათ, ასევე, სკოლის დაწყების შემდეგ საგნობრივი ცოდნის გაღრმავებისთვისაც.

ასევე, ბავშვებს დაურიგდათ სათამაშოები, რაც ხელსშეუწყობს აქ მცხოვრებ ბავშვებს ითამაშონ ერთად და დამეგობრდნენ. ჩატარდა გასართობი შაშის თამაშიც.

ბავშვებმა გამოამჟღავნეს წიგნის კითხვის დიდი ინტერესი და მადლობა გადაუხადეს ორგანიზაციას. შედგა ბიბლიოთეკის მუშაობის განრიგიც.

აღნიშნული აქტივობა ხორცილედება პროექტ - ბავშვების ოცნებების ასრულება „ოცნების ქალაქში“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ პროექტი ხორციელდება - გაეროს ბავშთა ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით.