პროექტი - ბავშვების ოცნებების ასრულება „ოცნების ქალაქში“

2019 წლის 24 ივნისს პროექტ - ბავშვების ოცნებების ასრულება „ოცნების ქალაქში“ ფარგლებში 6-9 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მოეწყო ფერადი და მრავალფეროვანი ხატვის ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა დახატეს და წარმოადგინეს მათთვის სასურველი ნახატები, გაიცნეს ერთმანეთი დამეგობრდნენ და როგორც ბავშვებმა აღნიშნეს, აღნიშნული ღონისძიება მათვის მხიარული და მეტად დასამახსოვრებელი გახდა. ბავშვებს საშუალება მიეცათ დამოუკიდებლად თავიანთ სახლებში გააგრძელონ ხატვა და სამომავლოდ გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი ნახატები. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ ივლის-აგვისტოს თვეში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები - ლიდერების ტრენინგი, ფეხბურთის შეჯიბრი, ხატვა, შაშისა და ჭადრაკის თამაშები, ბიბლიოთეკის მოწყობა და ბავშვებისთვის სათამაშოების გადაცემა. აღნიშნული აქტივობები ბავშვებს საშუალებას მისცემს აიმაღლონ ცნობიერება, თამაშებსა და შეჯიბრებებში მათი ჩართულობა გააუმჯობესებს ფსიქო-ემოციური სტატუსს, რაც დაეხმარება პატარა ბავშვებსა და ამავე „ქალაქში“ მცხოვრებ მოზარდებს მჭიდრო მეგობრობასა და სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიების დაგეგმვასა და მათ განხორციელებაში. პროექტის დასრულების შემდეგ „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ გეგმავს ბავშვებთან მუშაობის გაგრძელებას, რათა მათ მეტი საშუალება მისცეს გართობისა და ცნობიერების ამაღლების. პროექტი ხორციელდება - გაეროს ბავშთა ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით