პროექტი ბავშვების ოცნებების ასრულება "ოცნების ქალაქში"

დადებითი ემოციებითა და ღიმილიანი სახეებით აღსავსე კიდევ ერთი ხატვის ღონისძიება ოცნების ქალაქში მცხოვრები ბავშვებისთვის.!
2019 წლის 31 ივლისს პროექტ - ბავშვების ოცნებების ასრულება „ოცნების ქალაქში“ ფარგლებში 6-10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მოეწყო ხატვის ღონისძიება. აღნიშნულმა ღონისძიებამ ოცნების ქალაქის სხვადასხვა უბნის ბავშვებს საშუალება მისცა ერთმანეთის უკეთ გაცნობის, დამეგობრებისა და ხატვისას გუნდური მუშაობის პრინციპით ერთმანეთში აზრების გაცვლის. ბავშვებმა დახატეს მათთვის სასურველი ნახატები და წარმოუდგინეს ერთმანეთს. ღონისძიებამ მხიარულად და მრავალფეროვნად ჩაიარა. ბავშვებმა აღნიშნეს,რომ დამოუკიდებლად სახლში გააგრძელებენ ხატვას და ხატვის პროცესში ჩართავენ მეზობელ თანატოლებს, რაც კიდევ უფრო მჭიდრო კავშირს წარმოქმნის მათ შორის.
აღნიშნულ პროექტს ახორციელებს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ პროექტი ხორციელდება - გაეროს ბავშთა ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით.