პროგრამა "ნორჩი რეინჯერი"

2019 წლის 12 ივნისს მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციისა და „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“-ს მიერ პროგრამა „ნორჩი რეინჯერის“ ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში მოეწყო შემაჯამებელი კვარტალური შეხვედრა პროგრამის მონაწილე 5 სკოლის (ქედქედი, ჩიქუნეთი, აჭარის აღმართი,ზედა ჩხუტუნეთი, ქვედა ჩხუტუნეთი) ნორჩ რეინჯერებთან. შეხვედრის ფარგლებში ნორჩმა რეინჯერებმა წარმოადგინეს წინა კვარტალურ შეხვედრაზე მიცემული დავალებების შესახებ პრეზენტაციები, პრეზენტაციების შემდეგ კი გაიმართა ვიქტორინა, ხოლო შეხვედრის დასასრულს მოხდა მთელი წლის მუშაობის შეჯამება.