პროგრამა "ნორჩი რეინჯერი" - ეკო-საგანმანათლებლო ტური

2019 წლის 24 აპრილს, "მტირალას და მაჭახელას ს დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის" პროგრამის "ნორჩი რეინჯერების" ფარგლებში ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების დღეებთან დაკავშირებით, მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სოფ. ჩიქუნეთის საჯარო სკოლის ნორჩი რეინჯერებისთვის მაჭახელას ეროვნული პარკის ტყუპი ჩანჩქერების ბილიკზე ეკო-ტური მოეწყო. ნორჩი რეინჯერები გაეცნენ მაჭახელას ეროვნული პარკის ფლორას, ფაუნას და ბუნების ღირსშესანიშნაობებს, ასევე ჩაუტარდათ შემეცნებითი ლექცია-სემინარი საქართველოს დაცული ტერიტორიების კლასიფიკაციასა და მაჭახელას ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნების შესახებ.