ნორჩი რეინჯერი

მართალია დისტანციურად, მაგრამ ჩვენს  ეკო-კლუბის წევრებთან ერთად  შევუერთდით „დედამიწის საათი“-ს გლობალურ გარემოსდაცვით აქციას, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.

მაჭახელას ეროვნული პარკის  ბუფერული ზონის სოფლების , სკოლების ეკო-კლუბის წევრებს ონლაინ რეჟიმში მიეწოდათ ინფორმაცია „დედამიწის საათი“-ს დღესთან დაკავშირებით, რის შემდეგაც დამოუკიდებლად ჩაერთო  თითოეული ეკო-კლუბი აქციაში. მათ ერთი საათით უარი თქვეს ელექტრონერგიის  გამოყენებაზე და მისი ჩანაცვლება სხვადასხვა გზით სცადეთ. რის შემდეგაც გადაიღეს თემატური ფოტოები.

აღნიშნულ საქმიანობებს მოხალისეობრივად კოორდინაციას და ორგანიზებას უწევს - „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ და „მაჭახელას ეროვნული პარკის“ ადმინისტრაცია.