პროექტი „მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“  

 პროექტ „მდგრადი (ბუნებაზე ორიენტირებული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა აჭარის მთიან რეგიონებში“  ფარგლებში მტირალას ეროვნული პარკის ბუფერული ზონის ქედის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის - ზუნდაგას, მახუნცეთისა და პირველი მაისის საჯარო სკოლებში შექმნილ ეკო-კლუბებში მოეწყო სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ეკო-კლუბების 70-მდე წევრთან და ხელმძღვანელ პედაგოგებთან ერთად, შემუშავებულ იქნა ეკო-კლუბის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა და ასევე, დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი აქტივობები.

პროექტს ახორციელებს „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდამჭერით. თანადაფინანსებლები არიან - მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია; ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტი მერიები; აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი.